კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:08 / 16-02-2017
პროკურატურა - პირი, რომელიც ვაკეში დაჭრეს, საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ბიუროს თანამშრომელია
მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომელზე თავდასხმა განხორციელდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, ცეცხლი საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროს ინსპექტორს როსტომ ლორთქიფანიძეს გაუხსნეს.

მისივე განმარტებით, თავდასხმისას როსტომ ლორთქიფანიძემ საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიჭრა ერთი პირი. თავად ინტერპოლის თანამშრომელი დაჭრილი არ არის.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება თბილისის პროკურატურში როსტომ ლორთქიფანიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და ამავე კოდექსის 236-ე
You must have Flash Player installed in order to see this player.
მუხლის II და III ნაწილებით დაიწყო.

"ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 15 თებერვალს ღამის საათებში ქ.თბილისში შატბერაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი ინსპექტორი როსტომ ლორთქიფანიძე კუთვნილი ავტომანქანით მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. თავის დაცვის მიზნით როსტომ ლორთქიფანიძემ კუთვნილი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით თავდამსხმელების მიმართულებით მოახდინა გასროლა. შედეგად დაიჭრა ერთი პირი, რომელსაც ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება", - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: სროლა ვაკეში - ექიმის კომენტარი დაჭრილის მდომარეობაზე და ვითარება შემთხვევის ადგილზე
17:33 / 17-02-2017
სათაური: "პროკურატურა - პირი, რომელიც ვაკეში დაჭრეს, საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ბიუროს თანამშრომელია"
მესამე აბზაცი: "თავდასხმისას როსტომ ლორთქიფანიძემ საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიჭრა ერთი პირი. თავად ინტერპოლის თანამშრომელი დაჭრილი არ არის".
აბა ახლა მითხარით როგორ გავიგოთ ეს და რომელია მართალი?
mmm
14:02 / 16-02-2017
GADAOBT?DAUDGENELMA PIREBMAO DA TUSAAVADMYOPOSHIA DACHRILI,DAUDGENELI PIRIA?
euhhh
მსგავსი სიახლეები
ვაკეში, შეიარაღებული თავდასხმის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ
+VIDEO| კრიმინალური ორგანიზაციის, ან საზოგადოების წევრობას, საქონლის კონტრაბანდას
ამჟამად იასარ ო.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს
ამ დროისთვის დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს
დანაშაული დაკავშირებულია ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაციასთან
ახალაიას მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით პროკურატურა აცხადებს
"ევროპულმა და საბრძნეთის სასამართლომ უარი უთხრა ქართულ მხარეს ახალაიას ექსტრადაციაზე
ნიდერლანდების სამეფოს პასპორტით ლატვიიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:55 / 25-02-2017  Image ხვალ შენდობის დღეა
კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება,
14:22 / 25-02-2017  Image "მისი ყოველი დაძინება ლატარიაა, შეიძლება დაიძინოს და ვერ გაიღვიძოს" - გადავარჩინოთ ორი შვილის მამა
"უნდა რომ თავის ორი პატარა ვაჟკაცის წარმატებები მათთან ერთად გაიზიაროს"
15:01 / 25-02-2017  Image არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს
ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურში წლებია მუშაობს
09:58 / 25-02-2017  Image "ბიბლუსი გალერეაში" "ლიბერთინსის" სერიით გამოცემული წიგნის "გამარჯვებულის" პრეზენტაცია გაიმართა
"გამარჯვებულის" მოლოდინში "ბიბლუსი გალერეასთან" თინეიჯერების დიდი რიგი დადგა
08:54 / 25-02-2017  Image ახალი დეტალები ქუთაისში 18 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ
+VIDEO პაციენტი კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49