კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:50 / 16-02-2017
საია-ს წარმომადგენელი - დეკანოზ გიორგი მამალაძის თქმით, როგორც კი მიიღებს კურთხევას, მზად არის ყველაფერს ნათელი მოჰფინოს
დეკანოზი გიორგი მამალაძე ისევ დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ არ სჯერა იმის, რა ბრალსაც უყენებენ, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სისხლის სამართლის ადოკატმა ლევან ვეფხვაძემ ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლევან ვეფხვაძის თქმით, დეკანოზი შესაბამის კურთხევას ელოდება, რომ გარკვეულ საკითხებზე ისაუბროს.

მისივე თქმით, მამა გიორგი მამალაძე „საქარველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელთან, ანა ნაცლიშვილთან შეხვედრის სურვილსაც გამოთქვამს.

"დეკანოზმა აღნიშნა, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყენებს დუმილის უფლებას არა იმიტომ, რომ რამე აქვს დასამალი, არამედ იმიტომ, რომ მას სჭირდება შესაბამისი კურთხევა. როგორც კი
მიიღებს კურთხევას, მზად არის ყველაფერს მოჰფინოს ნათელი. გარდა ამისა, მან მზაობა გამოხატა, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ჩაერთოს ამ საქმეში და მას სურვილი აქვს საია-ს თავმჯდომარეს ანა ნაცვლიშვილთან შეხვედრის", - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

საია-ს წარმომადგენლის განცხადებით, დეკანოზი კვლავ ითხოვს მისი ოჯახის უსაფრთხოების მაღალ დონეზე აყვანას.

ვეფხვაძის განმარტებით, ადვოკატებს უნდა მიეცეთ საშუალება ისაუბრონ, ბრალის ნაწილში საუბარი ეხება თუ არა სასულიერო პირს.

"დეკანოზმა კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ სურს მისი ოჯახის უსაფრთხოება იყოს მაღალ დონეზე აყვანილი. კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან ისევ შეიკავა თავი, რადგანაც პროკურატურიდან ჯერაც არის გაუთქმელობის დავალდებულება, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია ფიქრობს, რომ ეს არღვევს თანასწორობის პრინციპს - საზოგადოებაში მუსირებს აზრი მხოლოდ ბრალდების მხარის და ჩვენ ვერაფერს ვიგებთ დაცვის მხარისგან. სწორი იქნება, თუ პროკურატურა დაცვის მხარეს მისცემს საშუალებას, გაამახვილოს ყურადღება საქმის მასალებსა და დეტალებზე.

ბატონი შოთაძის განცხადებიდან არ იკვეთებოდა, რომ საუბარი იყო პატრიარქზე. უმაღლესი იერარქიის პირზე საუბრისას მოიაზრება მხოლოდ სასულიერო პირი, ამიტომაც არის საჭირო, ადვოკატებს მიეცეთ საშუალება ისაუბრონ, არის თუ არა ბრალის ნაწილში სასულიერო პირზე საუბარი", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
11:31 / 17-02-2017
toma
0
კატას აჩხავლებენ და მშიერი ცხვრები ვერთობით.კიდევ ბევრ კატას დაგვიკიდებენ.
მსგავსი სიახლეები
"ეს იყო შეთქმულება არა მარტო მისი, არამედ ზოგადად ეკლესიის წინააღმდეგ"
"ჩვენ მოვახერხეთ, სასამართლოზე ჩემი უდანაშაულობის დადასტურება"
"მეუფე დიმიტრი აუცილებლად აქ უნდა ყოფილიყო"
ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
"გამომძიებლებმა დეტალურად გაიხსენეს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა"
"ეს არის ხელფასი, რომელსაც ქველმოქმედების სახით აძლევდნენ მამა გიორგის"
"ვწუხვართ, რომ უკვე ოთხ თვეზე მეტია საეკლესიო თემებით ხდება სპეკულირება, რაც მიზანმიმართული ქმედების შთაბეჭდილებას ტოვებს"
პროკურორი: "ბრალდებულ მამალაძეს ციანიდი "დეზოდორის" თავსახურში ჰქონდა, დაუვარდა და ყველამ დაინახა"
"ჩემთან რჩება სამი ადამიანი. დაცვის წარმომადგენელი, ერთი მონაზონი და ერთი მღვდელი"
"იქნებ მოინახულოთ მამაო. იქნებ რა აქვს სათქმელი, იქნებ ძალიან ბევრი რამ უნდა გითხრათ თქვენ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:19 / 24-11-2017  Image რა მდომარეობაში არიან "მის საქართველოს" კონკურსანტები, რომლებიც ხაძრის დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ - უახლესი ცნობები ბათუმიდან
+VIDEO| "მის საქართველოს" ყველა კონკურსანტი, რომელიც ხანძრის დროს სასტუმრო "ლეო გრანდში" იმყოფებოდა
22:35 / 24-11-2017  Image არის თუ არა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი სუხო დუდაევი - ადვოკატის კომენტარი
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ადვოკატი იმედა ქარქაშაძე
10:50 / 24-11-2017  Image „მონოლით ჯგუფის“ აქცია - ბინა თვეში 780 ლარიდან და საჩუქარი!
Monolith Residence Ortachala 9 სართულიანი პრემიუმ კლასის კომპლექსია
23:12 / 24-11-2017  Image სოფლები და თბილისის უბნები, სადაც ხვალ დენის მიწოდება შეიზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება
20:19 / 24-11-2017  Image დაშორდა თუ არა ნიკა ალასანიას ლიკა ევგენიძე და ვის ხვდება ამჟამად ტელეწამყვანი
რამდენიმე კვირის წინ, თბილისში ლიკას ახალ სიყვარულზე ალაპარაკდნენ
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49