საია-ს წარმომადგენელი - დეკანოზ გიორგი მამალაძის თქმით, როგორც კი მიიღებს კურთხევას, მზად არის ყველაფერს ნათელი მოჰფინოს

საია-ს წარმომადგენელი - დეკანოზ გიორგი მამალაძის თქმით, როგორც კი მიიღებს კურთხევას, მზად არის ყველაფერს ნათელი მოჰფინოს

დეკანოზი გიორგი მამალაძე ისევ დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ არ სჯერა იმის, რა ბრალსაც უყენებენ, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სისხლის სამართლის ადოკატმა ლევან ვეფხვაძემ ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლევან ვეფხვაძის თქმით, დეკანოზი შესაბამის კურთხევას ელოდება, რომ გარკვეულ საკითხებზე ისაუბროს.

მისივე თქმით, მამა გიორგი მამალაძე „საქარველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელთან, ანა ნაცლიშვილთან შეხვედრის სურვილსაც გამოთქვამს.

"დეკანოზმა აღნიშნა, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყენებს დუმილის უფლებას არა იმიტომ, რომ რამე აქვს დასამალი, არამედ იმიტომ, რომ მას სჭირდება შესაბამისი კურთხევა. როგორც კი მიიღებს კურთხევას, მზად არის ყველაფერს მოჰფინოს ნათელი. გარდა ამისა, მან მზაობა გამოხატა, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ჩაერთოს ამ საქმეში და მას სურვილი აქვს საია-ს თავმჯდომარეს ანა ნაცვლიშვილთან შეხვედრის", - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

საია-ს წარმომადგენლის განცხადებით, დეკანოზი კვლავ ითხოვს მისი ოჯახის უსაფრთხოების მაღალ დონეზე აყვანას.

ვეფხვაძის განმარტებით, ადვოკატებს უნდა მიეცეთ საშუალება ისაუბრონ, ბრალის ნაწილში საუბარი ეხება თუ არა სასულიერო პირს.

"დეკანოზმა კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ სურს მისი ოჯახის უსაფრთხოება იყოს მაღალ დონეზე აყვანილი. კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან ისევ შეიკავა თავი, რადგანაც პროკურატურიდან ჯერაც არის გაუთქმელობის დავალდებულება, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია ფიქრობს, რომ ეს არღვევს თანასწორობის პრინციპს - საზოგადოებაში მუსირებს აზრი მხოლოდ ბრალდების მხარის და ჩვენ ვერაფერს ვიგებთ დაცვის მხარისგან. სწორი იქნება, თუ პროკურატურა დაცვის მხარეს მისცემს საშუალებას, გაამახვილოს ყურადღება საქმის მასალებსა და დეტალებზე.

ბატონი შოთაძის განცხადებიდან არ იკვეთებოდა, რომ საუბარი იყო პატრიარქზე. უმაღლესი იერარქიის პირზე საუბრისას მოიაზრება მხოლოდ სასულიერო პირი, ამიტომაც არის საჭირო, ადვოკატებს მიეცეთ საშუალება ისაუბრონ, არის თუ არა ბრალის ნაწილში სასულიერო პირზე საუბარი", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ