დაკავებული დეკანოზის მამა - არც მუქარა ყოფილა და არც დაცვის სამსახური მოსულა - ჩვენ გამჩენი ღმერთი გვიცავს

დაკავებული დეკანოზის მამა - არც მუქარა ყოფილა და არც დაცვის სამსახური მოსულა - ჩვენ გამჩენი ღმერთი გვიცავს

ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებული მოძღვრის, გიორგი მამალაძის მამამ, ავთო მამალაძემ განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, ხომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული საფუძველი, რის გამოც დეკანოზი მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვას ითხოვს.

როგორც მოძღვრის მამამ აღნიშნა, შვილთან დაკავების შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონია.

"ჩვენ გამჩენი ღმერთი გვიცავს. აქ არავინ მოსულა. არც მუქარა ყოფილა და არც დაცვის სამსახური მოსულა. ჩვენ არა გვაქვს ინფორმაცია, რა არის როგორ მიმდინარეობს, რა ხდება არაფერი არ ვიცი. დაკავების შემდეგ შვილთან არავითარი კომუნიკაცია არ მქონია", - განაცხადა მამაოს მამამ.

რაც შეეხება დაკავებული დეკანოზის საქმის ერთ-ერთ მოწმე ირაკლი მამალაძეს, ავთო მამალაძის თქმით, მას პირადად არ იცნობს.

"მე პირადად არ ვიცნობ. გიორგი თუ იცნობს, ვერ გეტყვით", - აღნიშნა ავთო მამალაძემ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სამართალდამცავები მათ სახლში არასდროს ყოფილან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ