კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:11 / 16-02-2017
ვაკეში მომხდარ თავდასხმაში პრეზიდენტის სიძის მეგობრები ფიგურირებენ?
გუშინ, გვიან ღამით ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, ცეცხლი საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროს ინსპექტორს როსტომ ლორთქიფანიძეს გაუხსნეს. მისივე განმარტებით, თავდასხმისას როსტომ ლორთქიფანიძემ საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიჭრა ერთი პირი. თავად ინტერპოლის თანამშრომელი დაჭრილი არ არის.

"ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 15 თებერვალს ღამის საათებში ქ.თბილისში შატბერაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი ინსპექტორი როსტომ ლორთქიფანიძე კუთვნილი ავტომანქანით მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. თავის დაცვის მიზნით როსტომ ლორთქიფანიძემ კუთვნილი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით თავდამსხმელების მიმართულებით მოახდინა გასროლა. შედეგად დაიჭრა ერთი პირი, რომელსაც ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება", - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

ვიდეო: ყველაფერი ვაკეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ - ორმხრივი სროლა და მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა

AMBEBI.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ინტერპოლის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ეროვნული ბიუროს თანამშრომელი ტატო ლორთქიფანიძე შატბერაშვილის ქუჩაზე, ვერცხლისფერი BMW "იქს 6"-ით, მეგობართან ბაჩო სირაძესთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. წყაროს ინფორმაციით, თავდასხმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სკანდალური სიძის - მინდია გოგოჭურის სამეგობროს და ბაჩო სირაძის (ანა მარგველაშვილის ყოფილი შეყვარებული) ძველ დაპირისპირებას უკავშირდება.

ჩვენი წყაროს ცნობით, მანქანაში, საიდანაც ცეცხლი გახსნეს, სწორედ პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობრები: თ. კ და ზ.ს ისხდნენ. მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელმა როსტომ (ტატო) ლორთქიფანიძემ, რის შედეგად მინდია გოგოჭურის მეგობარი ზ.ს დაიჭრა. ის ახლა მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ზ.ს-ს დაჭრის შემდეგ მისი მეგობრები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, როსტომ (ტატო) ლორთქიფანიძე და ბაჩო სირაძე დაკითხვაზე არიან პროკურატურაში. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება დაიწყო როსტომ ლორთქიფანიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის II და III ნაწილებით.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE

11:55 / 20-02-2017
თემო
0
აი მიშას დაბრუნებას რომ ითხოვთ, თვალებში მინდა ჩაგხედოთ რამეს თუ დავინახავ...მიშას დროს ნაწვალები და ფსიკიქა შერყეული ხალხი ხომ არ გვყავს ქვეყანაში, დაგვავიწყდა უკვე გირგვლიანი, ჟვანია, კორტები..კიდევ რამდენი..ნაცების კოლონიური რეჟიმი მოენატრა სასტავს... კაროჩე იქ ნაციონალებს და აქ ოცნებას კიდე..გადეეხვიეთ ერთმანეთს
20:34 / 17-02-2017
manana
0
მიშა გვინდა მიშა და ცოცხები უნდათ ამათ, ნახეთ რა მოხდააა, აირია ქვეყანა ერი და ბერი. მიშა მოდიიიიიი.......
მსგავსი სიახლეები
+VIDEO შს სამინისტრომ ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო
ექიმის განცხადებით, ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, სტაბილურია
გენერალურ აუდიტოს ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია ზუსტად რა კავშირშია ამ საქმესთან ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე
ამ დროის მონაცემებით, ლაშა თორდია კლინიკაში იმყოფება.
+VIDEO თავდასხმა იმ ბაზიდან 20 კილომეტრის მოშორებით განხორციელდა, სადაც ქართველი სამხედროები მსახურობენ
ავღანეთშის ქალაქ მაზარი-შარიფთან თალიბი მებრძოლები სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს და 140 ჯარისკაცი მოკლეს
+VIDEO გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლებს სამხედრო ფორმა ეცვათ
გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:53 / 29-05-2017  Image "ჩვენი გაკვეთილები არცაა გაკვეთილები, ეს სიყვარულია..." - ერთმოსწავლიანი კლასის მასწავლებლის ამაღელვებელი წერილი
"მოვიდეს ერი და გაზომოს ბერდოს გულის ძგერა, აწონოს მისი ერთი ცრემლი, როდესაც..."
23:18 / 29-05-2017  Image ე.წ. კანიბალიზმის საქმის უცნობი დეტალები
+VIDEO საზარელი მკვლელობა გასული წლის 19 ოქტომბერს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოხდა
11:07 / 29-05-2017  Image ყველაფერი მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე - 50 დარღვევა, რომელზეც ქულები დაგაკლდებათ
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის გზამკვლევი
20:38 / 29-05-2017  Image პირველი ქართველი ქალი დეპუტატები, რომელთა შესახებ არაფერი გსმენიათ - "მათი უმრავლესობა რეპრესირებული იყო საბჭოთა რეჟიმის დროს"
"მათ შესახებ ხსენებულ კვლევამდე ინფორმაცია არ არსებობდა"
22:30 / 01-08-2016  Image როგორ მოვიცილოთ თავიდან კოღოები - ყველაზე მარტივი ხერხი
ყველას გვიყვარს ზაფხული და თბილი ამინდები. თუმცა ამ სეზონის ყველაზე დიდი პრობლემა კოღოების შემოსევაა
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49