კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:48 / 16-02-2017
პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს
მთავარი პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყება აცხადებს, მედიასაშუალებებში დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული ინფორმაცია პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების გარკვეულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

"კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, რომელთა შესახებ გამოძიების ინტერესებიდან და საქმესთან დაკავშირებულ პირთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ ისაუბრებს. ასევე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა ამ ეტაპზე ვერც იმას დააკონკრეტებს, თუ ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

პროკურატურა საქმის მიმართ არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს აცნობიერებს, თუმცა
You must have Flash Player installed in order to see this player.
შესაძლო მსხვერპლთა ვინაობის შესახებ ან ვერსიებზე, რომლებზეც გამოძიება მუშაობს, ხსენებული ინტერესების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს. შესაბამისად, გთხოვთ იხელმძღვანელოთ პროკურატურის მიერ 13 თებერვალს გაკეთებული ოფიციალური განცხადებებით.

ვერსიების გადამოწმების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. მას შემდეგ, რაც დასრულდება სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, ასევე მოიხსნება გამოძიებისთვის საინტერესო პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები, საზოგადოება გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს.

ამასთან, გვსურს გაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე საქმეზე დაკითხულია ათობით მოწმე, ჩატარებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ბრალდებულისგან და მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა ნივთები, რომლებზეც დანიშნულია სათანადო ექსპერტიზა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.



21:33 / 17-02-2017
რა იმედი მქონდა ამათი და სულ გაიბანძეს თავი, ოროსანი მოსწავლეებივით აცუნდრუკდნენ მაღალჩინოსნები. საწყალი მღვდელი მოაყუჩეს და ხმას არ აღებინებენ...მართლა უკან მივდივართ ვაი ჩვენს თავს !!!!
dali
10:16 / 17-02-2017
ეეჰ, ესენი ეპოტონებიან ძალაუფლებას და ამათი იმედი უნდა გვქონდეს?
როგორც ჩანს ყველა იმ პოლიტიკოსმა, არასამთავრობომ, თუ ჟურნალისტმა რომლებმაც პროკურატურის 13 თებერვლის განცხადებაზე აკეთა კომენტარი, იცის წერა-კითხვა, მაგრამ უჭირს აზრის გამოტანა
წავიკითხე ის განცხადება; ეპისტოლარული ჟანრის ნიმუში ნამდვილად არაა, მაგრამ წერია "ერთ-ერთი პირი" და თუ მოინდომებს, საშუალო განათლების წამკითხავს აზრის გამოტანა არ გაუჭირდება
ყველა იმ ოკრობოკრო განცხადებას აბრალებს და მე შემეშალაო არავინ ამბობს :-)
ეს "პოლიტიკური სპეკულაცია" რა უბედურებაა? ერიდებიან თავიანთ ქმედებას ჭორაობა დაუძახონ და ეს ტერმინი შემოიტანეს? ესაოდა ჭორიკანები არა ვართო :-)))
ვაი იმას, ვისაც მართლა თქვენი იმედი აქვს
ვასო მენაბდე
მსგავსი სიახლეები
რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით
საქმე გვაქვს ანგარებით, მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებასთან
+VIDEO "მიმაჩნია, რომ ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია, რომელიც დიდი ხნის წინ შეიძლებოდა დამდგარიყო"
"არც იმით დაინტერესებულან თუ ვინ ფარავდა მთელი 13 წლის განმავლობაში რესურსით სარგებლობის თანხებს."
"არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, რომელთა საფუძველზე ვვარაუდობთ, რომ მამალაძე გეგმავდა სხვა პირის მკვლელობასაც"
"ახლა გეტყვი პირდაპირ: ესენი იბრძვიან რომ მე მოვხვდე იქ, შიგნით (საპატრიარქოში)"
"მტერი შევიდეს დღეის შემდეგ Googl-ში, წავალ  "სიტყვა და საქმეში" მოვძებნი"
+VIDEO| პროკურატურა ე.წ ციანიდის საქმეზე ახალ დეტალებს და ფარულ ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს
"გვსურს, გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 21 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციას"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:34 / 27-04-2017  Image რა ქონებას ფლობს დედაქალაქის მთავრობის მილიონერი წარმომადგენელი ია მაქაცარია?
4 მილიონერს შორის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ლიდერობს
20:48 / 27-04-2017  Image ნარგიზა "ნატვრის ხიდან" - სად არის და როგორია ახლა მაცდური ქალი?
ნარგიზა ყველას ახსოვს, თუმცა მისი ვინაობა ბევრმა არ იცის
18:28 / 27-04-2017  Image "პატრულის თანამშრომელს კალთაში ეჯდა ჩემი შვილი...გადავრჩით" - პოლიციამ დედას დაკარგული შვილი დაუბრუნა
"მეგონა მთელი ცხოვრება გავიდა, არადა 15 უგრძესი წუთი..."
11:46 / 27-04-2017  Image პორტუგალიელი წინასწარმეტყველი - 2017 წლის 13 მაისს მესამე მსოფლიო ომი დაიწყება
ბირთვული ომში აშშ, ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ჩაერთვება
12:09 / 27-04-2017  Image გამოცდილი დიასახლისების ხრიკი: რატომ ყრიან ღუმელის ფირფიტაზე მარილს ქათმის შეწვისას?
თითოეულ კილოგრამზე აუცილებელია 40 წუთის თერმოდამუშავება
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49