კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:00 / 17-02-2017
"ბიბლუსმა" მის წინააღმდეგ გამოთქმული მცდარი ფაქტების უარყოფის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
კომპანია "ბიბლუსი" საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, 9 თებერვალს გავრცელებული ვიდეომიმართვის ავტორებს სასამართლოში უჩივის და მათ მიერ გავრცელებული მცდარი ფაქტების უარყოფას ითხოვს. შესაბამისი სარჩელით "ბიბლუსმა" თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა.

საუბარია იმ დროისთვის 4 მოქმედ და 2 ყოფილ თანამშრომელზე, რომლებმაც სოციალური ქსელით 9 თებერვალს ვიდეომიმართვა გაავრცელეს და კომპანიის მიმართ სხვადასხვა ბრალდება გააჟღერეს.

როგორც AMBEBI.GE-ს "ბიბლუსის" იურისტმა ანა სამსონიამ განუცხადა, კომპანია ვიდეომიმართვის ავტორებისგან მოითხოვს გავრცელებული მცდარი ფაქტების უარყოფას სოციალური ქსელით და იმავე მედიასაშუალებებით, სადაც ვიდეომიმართვა გავრცელ
You must have Flash Player installed in order to see this player.
და.

"2017 წლის 9 თებერვალს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა 2 ყოფილი და 4 მოქმედი თანამშრომლის ვიდეო და წერილობითი მიმართვა კომპანია "ბიბლუსის" მიმართ. აღნიშნულ მიმართვაში გავრცელებული იყო სხვადასხვა ცნობები, რამაც კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვა გამოიწვია. სწორედ ამიტომ, კომპანია "ბიბლუსი" მიმართავს სასამართლოს, რათა დაიცვას თავისი დარღვეული უფლება და დაამტკიცოს, რომ აღნიშნული მიმართვა შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტებს და იყო ცილისწამება. კომპანიის მოთხოვნაა, მოხდეს გავრცელებული მცდარი ფაქტების უარყოფა ზუსტად იმავე საშუალებებში, სადაც მათი მიმართვა გამოქვეყნდა. თავდაპირველად ეს გავრცელდა "აუდიტორია 115"-ის "ფეისბუქ" გვერდის საშუალებით. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ მომზადებული სარჩელი გადაეცა სასამართლოს", - განაცხადა ანა სამსონიამ.

იხილეთ ვიდეო
15:52 / 18-02-2017
დაეთანხმებით თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუ არ მოითხოვეს ზუსტად იგივე საშუალებით ინფორმაციის უარყოფა. მაგალითად უარყოფა რადიოში.
FM.
19:21 / 17-02-2017
ვდგავარ ბიბლუსის გვერდით
Tamar Abashidze
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:55 / 25-02-2017  Image ხვალ შენდობის დღეა
კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება,
14:22 / 25-02-2017  Image "მისი ყოველი დაძინება ლატარიაა, შეიძლება დაიძინოს და ვერ გაიღვიძოს" - გადავარჩინოთ ორი შვილის მამა
"უნდა რომ თავის ორი პატარა ვაჟკაცის წარმატებები მათთან ერთად გაიზიაროს"
15:01 / 25-02-2017  Image არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს
ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურში წლებია მუშაობს
09:58 / 25-02-2017  Image "ბიბლუსი გალერეაში" "ლიბერთინსის" სერიით გამოცემული წიგნის "გამარჯვებულის" პრეზენტაცია გაიმართა
"გამარჯვებულის" მოლოდინში "ბიბლუსი გალერეასთან" თინეიჯერების დიდი რიგი დადგა
08:54 / 25-02-2017  Image ახალი დეტალები ქუთაისში 18 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ
+VIDEO პაციენტი კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49