"ბიბლუსმა" მის წინააღმდეგ გამოთქმული მცდარი ფაქტების უარყოფის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

"ბიბლუსმა" მის წინააღმდეგ გამოთქმული მცდარი ფაქტების უარყოფის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

კომპანია "ბიბლუსი" საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, 9 თებერვალს გავრცელებული ვიდეომიმართვის ავტორებს სასამართლოში უჩივის და მათ მიერ გავრცელებული მცდარი ფაქტების უარყოფას ითხოვს. შესაბამისი სარჩელით "ბიბლუსმა" თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა.

საუბარია იმ დროისთვის 4 მოქმედ და 2 ყოფილ თანამშრომელზე, რომლებმაც სოციალური ქსელით 9 თებერვალს ვიდეომიმართვა გაავრცელეს და კომპანიის მიმართ სხვადასხვა ბრალდება გააჟღერეს.

როგორც AMBEBI.GE-ს "ბიბლუსის" იურისტმა ანა სამსონიამ განუცხადა, კომპანია ვიდეომიმართვის ავტორებისგან მოითხოვს გავრცელებული მცდარი ფაქტების უარყოფას სოციალური ქსელით და იმავე მედიასაშუალებებით, სადაც ვიდეომიმართვა გავრცელდა.

"2017 წლის 9 თებერვალს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა 2 ყოფილი და 4 მოქმედი თანამშრომლის ვიდეო და წერილობითი მიმართვა კომპანია "ბიბლუსის" მიმართ. აღნიშნულ მიმართვაში გავრცელებული იყო სხვადასხვა ცნობები, რამაც კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვა გამოიწვია. სწორედ ამიტომ, კომპანია "ბიბლუსი" მიმართავს სასამართლოს, რათა დაიცვას თავისი დარღვეული უფლება და დაამტკიცოს, რომ აღნიშნული მიმართვა შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტებს და იყო ცილისწამება. კომპანიის მოთხოვნაა, მოხდეს გავრცელებული მცდარი ფაქტების უარყოფა ზუსტად იმავე საშუალებებში, სადაც მათი მიმართვა გამოქვეყნდა. თავდაპირველად ეს გავრცელდა "აუდიტორია 115"-ის "ფეისბუქ" გვერდის საშუალებით. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ მომზადებული სარჩელი გადაეცა სასამართლოს", - განაცხადა ანა სამსონიამ.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ