ადვოკატი - მამა გიორგი მოხარულია, რომ პატრიარქს მისი სჯერა

ადვოკატი - მამა გიორგი მოხარულია, რომ პატრიარქს მისი სჯერა

მამა გიორგი აპირებს ყველაფერზე საუბარს და გამართლებისთვის ბრძოლას, ის აუცილებლად დაარღვევს დუმილის უფლებას, - ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჩაფიძის გულის ცენტრში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, მამა გიორგი მოხარულია, რომ პატრიარქს მისი პიროვნების სჯერა.

"როდის დაარღვევს დუმილის უფლებას, ეს ყველაფერთან ერთად მის ჯანმრთელობაზეც არის დამოკიდებული. ის სასულიერო პირების დიდ ნაწილს შეხვდა, შესაძლოა, მაღალი იერარქიის პირები კვლავ მოვიდნენ და ინახულონ, ამით ის მოხარული იქნება, ვინაიდან ეს მისთვის უმნიშვნელოვანესია. მამა გიორგი ძალიან მოხარულია იმით, რომ უწმინდესს მისი პიროვნების სჯერა, ასევე მოხარულია, რომ მაღალი იერარქიის დიდ ნაწილს მისი უდანაშაულობის სჯერა", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ადვოკატების შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დეკანოზი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ