გადადგა თუ არა ირაკლი შოთაძე? - პროკურატურის პრესსამსახურის პასუხი გავრცელებულ ინფორმაციაზე

გადადგა თუ არა ირაკლი შოთაძე? - პროკურატურის პრესსამსახურის პასუხი გავრცელებულ ინფორმაციაზე

მთავარი პროკურატურა ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას უწყებაში განუცხადეს, ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს.

"გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას", - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ