დაკავებული დეკანოზის ადვოკატი: "საუბარია შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე"

დაკავებული დეკანოზის ადვოკატი: "საუბარია შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე"

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მამალაძის ბრალში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე.

ამის შესახებ რამიშვილმა ჩაფიძის კლინიკაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის, მამა გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა. "არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა [პატრიარქს]. საქართველოში არანაირი უბედურება არ გვეწეოდა. საბრალდებო დასკვნაში მითითებულია, როგორც მამა გიორგიმ ბრძანა, მდივან-რეფერენტის მიმართ", - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, ბარგი, რომელშიც თითქოსდა აღმოჩენილია ციანიდი, დაკავებიდან 6 საათის 40 წუთის შემდეგ მიიტანეს იქ, სადაც იყო მამა გიორგი მამალაძე.

ახალი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მამა გიორგი მამალაძეს დღეს დაენიშნა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გაუთქმელობის ხელწერილი დაწერილი არ აქვს.

დეკანოზის კიდევ ერთი ადვოკატის თქმით კი, " ბრალში, რომელიც მამა გიორგი მამალაძეს წაუყენეს, ედავებიან ერთი პირის მკვლელობის მომზადებას, რომელიც სასულიერო პირი არ არის".

იხილეთ ვიდეო

როგორც მია ზოიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეს "გრიფით საიდუმლო" არ ადევს, პროკურატურა არ ასახელებს ვისი მკვლელობის ორგანიზებას ედავება მამა გიორგი მამალაძეს. "დღემდე არ ხდება დაკონკრეტება, თუ ვისი მკვლელობის მომზადებას ედავებიან მამა გიორგი მამალაძეს. პროკურატურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მათ არ იციან საუბარია ერთ პირზე, ორზე თუ სამზე. მინდა გითხრათ, რომ ბრალდებაში საუბარია მხოლოდ ერთ პირზე, რომელიც სასულიერო პირი არ გახლავთ და ჩვენ მოვითხოვთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, დაკონკრეტდეს თუ ვისზეა საუბარი და ამ თემაზე სპეკულაციები და ბუნდოვანება ამოიწუროს", - განაცხადა მია ზოიძემ.

დეკანოზის ადვოკატებმა მთავარ პროკურატურაში დღეს კიდევ ერთხელ შეიტანეს განცხადება, რათა მათ გაუთქმელობის ვალდებულება მოეხსნათ და მიეცათ საქმის დეტალებზე საუბრის საშუალება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ