გიორგი მამალაძეს საპატიმროში აბრუნებენ

გიორგი მამალაძეს საპატიმროში აბრუნებენ

გიორგი მამალაძე სტაციონარულ მკურნალობას აღარ საჭიროებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ზაზა ლაზარაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მზადდება საბუთები, რათა მამა გიორგი კლინიკიდან გაწერონ. გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზი ჩაფიძის კლინიკას რამდენიმე წუთში დატოვებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაში 6 დღის წინ გონების დაკარგვით მოათავსეს. მას სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. ჩაფიძის გულის ცენტრთან ამ დროისთვის მობილიზებულია სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მანქანა, რითაც მსჯავრდებულების საპატიმროში გადაყვანა ხდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ