დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. როგორც ჟურნალისტებს ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ზაზა ლაზარაშვილმა განუცხადა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის სტაციონარულ მკურნალობას აღარ საჭიროებდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე გონების დაკარგვით ჩაფიძის კლინიკაში 6 დღის წინ დააწვინეს. დეკანოზს ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ის მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული. გუშინ კი საქართველოს საპატრიარქოში მამა გიორგის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს პატრიარქსა და წმინდა სინოდის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქო საგამოძიებო ორგანოებს სრულ ნდობას უცხადებს, საზოგადოებას კი მოუწოდებს ხელი არ შეუშალონ გამოძიების ეფექტურად წარმართვას.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ