ლაშა ჟვანია ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საპატრიარქოში მიყვანას სამართლებრივად დაუშვებლად მიიჩნევს

ლაშა ჟვანია ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საპატრიარქოში მიყვანას სამართლებრივად დაუშვებლად მიიჩნევს

საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საპატრიარქოში მიყვანას სამართლებრივად დაუშვებლად მიიჩნევს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც იურისტი ფიქრობს, რომ ეს პრეცედენტი მთლიანად დაარღვევს იმ სამართლებრივ სისტემას, რაზეც დღეს სახელმწიფო დგას.

"მე წავიკითხე პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადება, სადაც მამა მიქაელი საუბრობს, რომ უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი გასვლა პენიტენციარულ დაწესებულებაში ან საავადმყოფოში, შეუძლებელია, ხოლო კანონი არ ითვალისწინებს, რომ ბრალდებული დროებით მოიყვანონ საპატრიარქოში. ეს პრეცედენტი, მე როგორც იურისტი, ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან ცუდი საბაბი. მომავალში ეს მთლიანად დაანგრევს იმ სამართლებრივ სისტემას, რაზეც დღეს სახელმწიფო დგას", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ლაშა ჟვანიამ არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ან პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს უთხრეს, რომ ის არ შეხვედროდა გიორგი მამალაძეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილი პატიმრებს საშობაოდ შეიწყალებს

"ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება" - მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

სუსი - ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია