ორდღიანი საპოლიციო კონტროლი საქართველოში: სისხლის სამართლის 80 ფაქტი და ათასზე მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა

ორდღიანი საპოლიციო კონტროლი საქართველოში: სისხლის სამართლის 80 ფაქტი და ათასზე მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 21-22 თებერვალს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 80 დანაშაული.

"ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) - 21 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) - 15 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) - 11 ფაქტი; ჯანმრთელობის დაზიანების (სსკ-ს 117-ე და 118-ე მუხლები) - 2 ფაქტი; სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) - 1 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) - 5 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (სსკ-ს 238-ე პრიმა მუხლი) - 2 ფაქტი", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ორი ძებნილი პირი დააკავა და ასევე, დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1 182 შემთხვევა.

"წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) - 5 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) - 24 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) - 18 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) - 18 ფაქტი", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა და ასევე - სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

"1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 7 პისტოლეტი, 1 შაშხანა, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 სანადირო თოფი, 72 კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 169 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 3 შეკვრა ჰეროინი, 125 აბი "სუბოქსინი", 1 შეკვრა ე.წ. "ბიო" და სხვა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ცნობით, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 19, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - 38 პირი დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ