ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა ხვალ დაიკითხოს

ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა ხვალ დაიკითხოს

დეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა ხვალ დაიკითხოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მამა გიორგი მამალაძე მზადაა ჩვენების მისაცემად, უკვე გამოეხმაურნენ გამომძიებლები და უკვე დაუკავშირდნენ ადვოკატებს.

"დაგვიკავშირდნენ გამომძიებლები, თუმცა, დროის სიმცირის გამო, ვინაიდან პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა დღეს უკვე შეუძლებელია, ვერ მოხერხდა დღეს. ალბათ ხვალ კვლავ დაგვიკავშირდებიან და შესაძლოა ხვალვე მოხდეს მამა გიორგის დაკითხვა. ჩვენ დილიდან ვაპირებთ ისედაც მამა გიორგისთან შესვლას", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ