ჩაქვში მდებარე გიმნაზიიდან, რომლის დირექტორიც მამა გიორგი მამალაძეა, დაკავებული დეკანოზის ხელნაწერი დოკუმენტები მოითხოვეს

ჩაქვში მდებარე გიმნაზიიდან, რომლის დირექტორიც მამა გიორგი მამალაძეა, დაკავებული დეკანოზის ხელნაწერი დოკუმენტები მოითხოვეს

დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიის დირექციის ინფორმაციით, აჭარის პროკურატურამ სკოლიდან დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ხელნაწერი დოკუმენტები გამოითხოვა. დეკანოზი ბოლო 3 წელია აღნიშნულ გიმნაზიას ხელმძღვანელობს.

როგორც ჟურნალისტებს სკოლის დირექტორის მოადგილე მარიამ ტარიელაძემ განუცხადა, პირმა, რომელმაც სკოლას მამა გიორგი მამალაძის ხელნაწერი დოკუმენტაცია მოსთხოვა, თავი სწორედ აჭარის პროკურატურის წარმომადგენლად წარუდგინა და უწყებაში მუშაობის დამადასტურებელი საბუთიც წარუდგინა.

"მოვიდა ახალგაზრდა და წარმომიდგინა აჭარის პროკურატურაში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. არ ვიცი, რამდენად სანდო იყო. მართლა არის თუ არა პროკურატურის თანამშრომელი. უნდობლობა გამოიწვია იმან, რომ იგი მამა გიორგის ნებისმიერი სახის ხელნაწერებს ითხოვდა, თუნდაც ფურცლის ნაგლეჯს. მე ჩავთვალე, რომ ეს ადამიანი იყო გამოგზავნილი იმიტომ, რომ პერიოდულად ვიღაცას ტელეფონზე ეკონტაქტებოდა. სამჯერ წავიდა და უკან დაბრუნდა. ვუთხარი, რომ არა მაქვს მსგავსი რამ. მოსულიყო შესაბამისი განჩინებით და ჩავახედებდით დოკუმენტაციაში, მაგრამ ის კატეგორიულად ითხოვდა ამის მაშინვე გაკეთებას. გამეცნო, სახელი და გვარი მითხრა, თუმცა ვერ ვიტყვი. ამას ადვოკატები იტყვიან. დოკუმენტი რომ წარმომიდგინა, იყო აჭარის პროკურატურის თანამშრომელი, თუმცა რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია, არ ვიცი," - განაცხადა გიმნაზიის დირექტორის მოადგილემ.

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აღნიშნული სკოლის დირექტორად 3 წლის წინ დაინიშნა და მას დღემდე ხელმძღვანელობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ