რაზე საუბრობენ ე. წ. ციანიდის საქმის აუდიოჩანაწერებში - ადვოკატის კომენტარი

რაზე საუბრობენ ე. წ. ციანიდის საქმის აუდიოჩანაწერებში - ადვოკატის კომენტარი

ე. წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში არსებულ იმ აუდიოჩანაწერებში, რომელიც მან მოისმინა, ციანიდზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ რამიშვილმა ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხეში ბრალდებულთან შესვლამდე განუცხადა.

მისი თქმით, დღეს 15:00 საათზე მივლენ გამომძიებლები და ჩაატარებენ ხმის ექსპერტიზას.

"საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. ჩატარდება აუდიოჩანაწერების ექსპერტიზა, არის თუ არა მამა გიორგი ის ადამიანი, ვინც საუბრობს ამ ჩანაწერებში. როგორც კი დამთავრდება აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, სავარაუდოდ, დაიწყება მისი დაკითხვა. ვვარაუდობ, რომ დაკითხვა დღეს არ დამთავრდება, რადგან საკმაოდ გრძელი ჩვენების მიცემას აპირებს მამა გიორგი. აუდიოჩანაწერები რაც მოვისმინე, იქ ბევრ ადამიანთან არის საუბარი, მათ შორის მრევლთან. ციანიდზე, ჩემს მიერ მოსმენილ აუდიოჩანაწერებში საუბარი არ არის. შესაძლოა, არის სხვა ჩანაწერებიც, ასევე არ არის საუბარი საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირებზე", - განაცხადა რამიშვილმა.

რაც შეეხება იარაღს, რომელიც დეკანოზის სახლში აღმოაჩინეს, ადვოკატის ინფორმაციით, ამ იარაღის შენახვა დეკანოზს სხვა პირმა სთხოვა.

"მამა გიორგი ჩვენებაში ზუსტად იტყვის, ვისი თხოვნით ჰქონდა ეს იარაღი შენახული მას. შესაძლებელია, მითუმეტეს სასულიერო პირს, დახმარების მიზნით დროებით გთხოვოს ადამიანმა შენახვა", - განაცხადა რამიშვილმა.

"მელიქიშვილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა, სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნარიმანიძე..." - რას ყვება ადვოკატი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს