ზურაბ ჯაფარიძე პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

ზურაბ ჯაფარიძე პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე ამ წუთებში საბურთალოს პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.

"გირჩის" ინფორმაციით, დღეს საღამოს სპეციალურ პრესკონფერენციაზე ექსპერიმენტის შედეგები გასაჯაროვდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი - ინტერნეტით იყიდეს 5 გრამი ნარკოტიკი.

"ერთის მხრივ დღეს ქვეყანაში არის რეალობა, როცა კანაფის პოპულაციისა და მოხმარებისთვის იჭერენ, ხოლო მეორეს მხრივ მისი შეძენა ძალიან მარტივია", - აცხადებს ზურა ჯაფარიძე. მისივე თქმით, ამ ექსპერიმენტით იმის თქმა სურდათ, რომ ქვეყანაში "ბიოს" მოძიება მარტივია. პარტიის ლიდერის განცხადებით, "ბიო" 80-ჯერ მძიმეა, ვიდრე მარიხუანა, ხოლო "ბიოს" შეძენით ქვეყნიდან თვეში 6 მილიონი ლარი გაედინება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, პოლიციის შენობაში დაკითხვაზე ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად პარტიის სხვა წევრებიც იმყოფებიან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ