სახალხო დამცველის წარმომადგენელი ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოინახულებს

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოინახულებს

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოინახულებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, ამ დროისთვის უცნობია ზუსტი დრო, თუ როდის შევა სახალხო დამცველის წარმომადგენელი ნომერ მეცხრე პენიტენციურ დაწესებულებაში. როგორც სახალხო დამცველის აპარატში განმარტავენ, მათი წარმომადგენელი ე.წ.ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს როგორც დღეს, ასევე ხვალაც მოინახულებს და მის მდგომარეობას მუდმივ მონიტორინგს გაუწევს.

უქმე დღეებში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან სახალხო დამცველის ან მისი წარმომადგენელის შესვლა ბრალდებულის ადვოკატებმა მოითხოვეს. ადვოკატები ეჭვობენ, რომ ვინაიდან მამა გიორგის დაკითხვა 24 თებერვალს არ მოხდა, მისი უსაფრთხოება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ადვოკატები განმარტავენ, რომ უქმე დღეებში მათ შეზღუდული აქვთ ბრალდებულთან ურთიერთობა და შესაბამისად, სახალხო დამცველისგან დეკანოზის მდგომარეობის მონიტორინგის წარმოება მოითხოვეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ