საპატრიარქოს იურისტის კომენტარი შორენა თეთრუაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით

საპატრიარქოს იურისტის კომენტარი შორენა თეთრუაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, პატრიაქის მდივან რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი დაკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ. ამის შესახებ ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა და მისთვის უცნობია, თუ როდის მოხდება მდივან-რეფერენტის დაკითხვა.

"არაფერი ახალი ინფორმაცია არ მაქვს. დაკითხვაზე დაბარებული არ არის, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა", - განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა.

კითხვაზე, არის თუ არა მზად შორენა თეთრუაშვილი გამოძიებას მისცეს ჩვენება, იურისტმა ასე უპასუხა - "ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, არ არის პრობლემა".

საპატრიარქოს იურისტისთვის ასევე უცნობია თუ როდის მოხდება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა.

"უცებ ხმით მაღვიძებს მიშიკო და დგას, მამა, მიშველე, დამჭრაო.." - ძმის მიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელის მამა ტრაგიკული შემთხვევის ღამეს იხსენებს

"არც მეგონა, რომ დანა მას მოხვდაო..." - ადვოკატი ყვება, რა თქვა დღეს სასამართლოზე 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა

"დავაკავეთ პირი, რომელმაც ნაცნობი ქალის ჯგუფური დაყაჩაღება დაგეგმა" - შსს