გატაცებული მამაკაცი და სროლის ხმა სამგორში - რას ყვებიან თვითმხილველები სპეცოპერაციაზე

გატაცებული მამაკაცი და სროლის ხმა სამგორში - რას ყვებიან თვითმხილველები სპეცოპერაციაზე

სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი დააკავეს. ადგილზე მობილიზებული იყო შსს-ს სპეცრაზმის 20-მდე თანამშრომელი.

როგორც ადგილობრივებმა ჟურნალისტებს განუმარტეს, გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა. დაკავებულია 5 პირი. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია გატაცებული მამაკაცის გასათავისუფლებლად ჩატარდა. სავარაუდოდ, სამმა პირმა "ემელის" მარკის ჯიპი გაიტაცა, რომლის მძღოლიც მანქანაში იმყოფებოდა. სწორედ გატაცებული მანქანის მძღოლი გაათავისუფლეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად.

"კაცი ყავდათ ჩასმული მანქანაში, სავარაუდოდ, გატაცებული. პოლიციამ ამ ადგილზე გადმოყარა მანქანიდან და დააკავეს" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი (შსს-ს განცხადება სრულად)

იხილეთ კადრები სპეცოპერაციის ადგილიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ