მარიხუანა, გაუპატიურების მცდელობა, ნარკოტიკები - ქართველი მღვდლები, რომლებსაც კანონთან პრობლემები შეექმნათ

მარიხუანა, გაუპატიურების მცდელობა, ნარკოტიკები - ქართველი მღვდლები, რომლებსაც კანონთან პრობლემები შეექმნათ

მარიხუანა, გაუპატიურების მცდელობა, ნარკოტიკები, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა - ეს ის ბრალდებებია, რომელთა საფუძველზეც სხვადასხვა დროს სამართალდამცავებთან პრობლემები ქართველ სასულიერო პირებს შექმნიათ. AMBEBI.GE სწორედ ასეთი მღვდლების შესახებ გიამბობთ.

მამა გიორგი მეგრელიშვილი

2016 წლის ნოემბერში, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მამა გიორგი მეგრელიშვილი დააკავეს. სასულიერო პირს, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ბუპრემორფინი" აღმოაჩნდა. სასამართლომ მამა გიორგი მეგრელიშვილისა და ოთარ სანოძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა. მამა გიორგის მოსამართლემ 4 000-ლარიანი გირაო, მასთან ერთად დაკავებულ ოთარ სანოძეს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მამა ალექსანდრე (ერეკლე პაიჭაძე)

2009 წლის ივლისში სამართალდამცავებმა მამა ალექსანდრე (ერეკლე პაიჭაძე) დააკავეს. ის სტუმრად იმყოფებოდა მოქალაქე ზაზა ლომიძესთან, რომელთანაც შელაპარაკება მოუვიდა და მეზობლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. დაკავების დროს გაირკვა, რომ მამა ალექსანდრე გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით ძებნაში იმყოფებოდა და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

მამა გაბრიელ კახელაშვილი

გასული წლის აგვისტოში სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოუვიდა აცანის ეკლესიის წინამძღვარს გაბრიელ კახელაშვილს. ის სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ავტომობილს ნასვამი მართავდა. სასულიერო პირს სამართალდამცავებთან საპატრულო მანქანაში შელაპარაკებაც მოუვიდა. მამა გაბრიელი ამბობდა, თითქოს მას პოლიციამ სცემა, რაც არ დადასტურდა.

მამა გიორგი ჯახუა

17 იანვარს სამართალდამცავებმა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონ გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფი და იარაღი ამოიღეს. დეკანოზი ამტკიცებს, რომ მას მძიმე დაავადებები აქვს და კანაფს სამკურნალოდ იყენებს. რაც შეეხება სახლიდან ამოღებულ იარაღს, მღვდელი აცხადებს, რომ ის უბრალოდ ოჯახის ანტიკვარი იყო.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ