რატომ ვერ დაკითხეს პროკურორებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე: "მან უსაფუძვლოდ, სხვადასხვა საბაბით ჩაშალა დაკითხვის პროცესი"

რატომ ვერ დაკითხეს პროკურორებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე: "მან უსაფუძვლოდ, სხვადასხვა საბაბით ჩაშალა დაკითხვის პროცესი"

"ექიმმა დეკანოზი გიორგი მამალაძე ორჯერ გასინჯა და დაადასტურა, რომ მისი ჯანმრთელობა ნორმაშია, თუმცა ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით კვლავ უარს აცხადებს ჩვენთან შეხვედრაზე" - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხეში, მამალაძის დასაკითხად იმყოფება.

"დღეს გამოვცხადდით ბრალდებულის დაკითხვის მიზნით. ბევრი შეკითხვა გვქონდა დასასმელი და გვქონდა მოლოდინი, რომ მივიღებდით ამომწურავ პასუხებს - ასე ვიყავით შეთანხმებული თავად ადვოკატებთან და ბრალდებულთან. იმის გათვალისწინებითაც, რომ მიდიოდა ბრალდებები, თითქოს ჩვენ ვაჭიანურებდით პროცესებს, როგორც კი დავაპირეთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, რასაც ვგეგმავდით დღეს, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დაასახელა მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მისივე თქმით, პროკურატურამ შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელშიც წერია, რომ ექიმებმა ორჯერ გასინჯეს ბრალდებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმაშია.

"მას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში. მან უსაფუძვლოდ, სხვადასხვა საბაბით და მიზეზებით ჩაშალა დაკითხვის პროცესი", - აღნიშნა პროკურორმა.

დეკანოზის ადვოკატის ინფორმაციით კი მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა მისი შეუძლოდ გახდომის მიზეზის გამო ვერ მოხერხდა.

"ყველასთვის ცნობილია, რომ დღეს დაკითხვა უნდა შემდგარიყო. ჩვენ ჩვეულებრივად გამოვცხადდით. გვქონდა შეხვედრა მამა გიორგისთან. გარკვეული დროის შემდეგ, მამა გიორგიმ თავი შეუძლოდ იგრძნო. შესაბამისად, ის გაიყვანეს საკანში", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ