რა სიტყვები შეუთვალა მამა გიორგი მამალაძემ სამართალდამცავ უწყებებს, რაც პროკურატურამ "წყევლად" მიიღო

რა სიტყვები შეუთვალა მამა გიორგი მამალაძემ სამართალდამცავ უწყებებს, რაც პროკურატურამ "წყევლად" მიიღო

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორების ინფორმაციით, ბრალდებულმა მამა გიორგი მამალაძემ ისინი დაწყევლა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ისინი მზად იყვნენ ბრალდებულის დაკითხვისთვის, თუმცა დეკანოზმა კითხვებზე პასუხის ნაცვლად, ჯერ ადვოკატების მეშვეობით "წყევლა შეუთვალა", შემდეგ კი შეხვედრისას პირადადაც დაწყევლა.

ნახეთ პროკურორის განცხადება

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ის ფრაზა გააჟღერა ჟურნალისტებთან, რომელიც მისი მეშვეობით სასულიერო პირმა სამართალდამცავ უწყებებს შეუთვალა:

"მამა გიორგიმ დაწერა და მე პროკურორებს გადავეცი ასეთი ჩანაწერი: თუ მქონდა ციანიდი და თუ ვაპირებდი პატრიარქის, შორენას თუ სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას, მაშინ ამ წყევლით იცხოვროს ჩემმა შთამომავლობამ, თუ არა და თქვენმა" - აღნიშნა რამიშვილმა.

ნახეთ ადვოკატის პასუხი ვიდეოში

მისივე განმარტებით, ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორებს აღნიშნული ჩანაწერი თავად დეკანოზის თხოვნით გადასცეს.

"შესაძლოა, ასე საუბარი სასულიერო ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია", - აღნიშნა ადვოკატმა. მისივე განმარტებით, აღნიშნული პოზიციის დაფიქსირებით დეკანოზმა ჩვენების მიცემაზე ამ ეტაპზე უარი თქვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ