რატომ ჩაატარა შსს-მ ჩხრეკა თბილისის ლომბარდებში

რატომ ჩაატარა შსს-მ ჩხრეკა თბილისის ლომბარდებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მდებარე ლომბარდებში ჩხრეკა ჩატარდა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ დაწესებულებებში სხვადასხვა სახის ტექნიკას დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე იბარებდნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-სარგებლობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში მდებარე ლომბარდებში ჩხრეკა ჩაატარეს.

გამოძიებით ამ ეტაპზე დადგინდა, რომ აღნიშნულ ლომბარდებში სხვადასხვა სახის ტექნიკას და მობილურ ტელეფონებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე იბარებდნენ. სამართალდამცველებმა, ლომბარდებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მობილური ტელეფონები, ტელევიზორები და სხვადასხვა სახის ტექნიკა ამოიღეს.

გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხება ყველა ის პირი, ვისაც რაიმე სახის შეხება გააჩნია ამოღებულ ნივთებთან და დადგინდება ინფორმაცია მათი წარმომავლობისა და მესაკუთრეების შესახებ.

პარალელურად, განხორციელდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. გამოძიება წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-სარგებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)" - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

"შაქარა ისე სწრაფად გარბოდა, ვერ დავეწიე... სხვა გზით წავედი და გადავვარდი ხევში" - რას ყვება "ოქროს მოწმე", რომელმაც 19 წლის ფეხბურთელი ბოლომ ნახა

თაღლითური სქემით, ბანკში ძვირფასეულობის ნაცვლად, ბიჟუტერიას აგირავებდნენ - დაკავებულია 2 პირი

"გავერკვიეთ გარემოებაში... მგონია, ბავშვი უნდა იყოს ცოცხალი" - რას ყვება გიორგი შაქარაშვილის ბიძა და რა მოხდა საბედისწერო წვეულებაზე