"გაკეთდა რაღაც ჩანაწერი, რომლითაც გელას აშანტაჟებდა ის ქალი" - უცნობი დეტალები "მათე მოტორსის" მფლობელის დაკავების საქმეში

"გაკეთდა რაღაც ჩანაწერი, რომლითაც გელას აშანტაჟებდა ის ქალი" - უცნობი დეტალები "მათე მოტორსის" მფლობელის დაკავების საქმეში

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა "მათე მოტორსის" ხელმძღვანელი, ბიზნესმენი გელა ბარკალაია დააკავეს. "მათე მოტორსის" მფლობელი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 144-ე მუხლის (წამების მუქარა) მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და 157-ე პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაა დაკავებული. დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

გელა ბარკალაიას სასამართლო პროცესი რამდენიმე დღის წინ შედგა და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

AMBEBI.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გელა ბარკალაია პროკურატურაში შეტანილი სარჩელის საფუძველზე დააკავეს, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობმა ქალბატონმა შეიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, გელა ბარკალაიას მომჩივან ქალბატონთან წლების მანძილზე სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. გარდა ამისა, არსებობს ვიდეოფირი, რომელზეც"მათე მოტორსის" მფლობელთან ამ უცნობი ქალბატონის სექსუალური ურთიერთობაა ასახული, სწორედ ამ ფირის მეშვეობით, მოჩივანი ქალბატონი ბარკალაიას წინააღმდეგ შანტაჟს ახორციელებდა.

როგორც AMBEBI.GE-ს ანონიმურმა წყარომ უამბო, გელა ბარკალაიას "მათე მოტორსის" ყოფილმა თანამშრომელმა უჩივლა.

"გელას ამ ქალთან წლების წინ შეექმნა პრობლემები, მან ნ-ს "მათე მოტორსის" დაახლოებით 2012 წელს დააწყებინა მუშაობა, სულ გვერდით ჰყავდა. ერთ წელს გელას სტუმრები ჰყავდა დუბაიდან და გოგირდის აბანოში წაიყვანა, იქ რა მოხდა ასეთი არ ვიცი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ გაკეთდა რაღაც ჩანაწერი, რომლითაც გელას აშანტაჟებდა ის ქალი. დაახლოებით ორი წლის წინ, ეს ქალი საქართველოდან წავიდა ოჯახის წევრებთან ერთად და გელა მასთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებდა, როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ დაადგინა მისი ადგილსამყოფელი, რუსეთში ცხოვრობდა... რაღაც ჰქონდა გელაზე ისეთი და ალბათ ეს ჩანაწერი იყო, რომელიც მან პოლიციაში წარადგინა. თუმცა რა იყო გადაღებული ამ ვიდეოზე და რა ურთიერთობა ჰქონდათ ზუსტად ვერ გეტყვით", - განაცხადა ჩვენთან საუბარში ანონიმურმა წყარომ.

AMBEBI.GE-თვის ცნობილი გახდა, რომ გელა ბარკალაია ბრალს არ აღიარებს და მის დაკავებას ბიზნესინტერესებს უკავშირებს. ჩვენს მიერ, მოპოვებული ინფორმაციით, ავტომობილების ერთ-ერთი დილერი, "მათე მოტორსის" წინააღმდეგ აქტიურ ანტიკამპანიას აწარმოებდა, კერძოდ, იმის თაობაზე, თითქოს კომპანიას საქართველოში მეორადი ავტომობილები შემოჰყავდა.

ჩვენ გელა ბარკალაიას ადვოკატს, გოჩა თედიაშვილსაც დავუკავშირდით, რომელმაც მისი დაცვის ქევშ მყოფთან შეხვედრამდე, კომენატრზე უარი განაცხადა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ