"მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მამა გიორგი დაკავებული იყო, მას საპირფარეშოში გასვლის საშუალებაც კი არ მისცეს" - ვის ადანაშაულებს ადვოკატი

"მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მამა გიორგი დაკავებული იყო, მას საპირფარეშოში გასვლის საშუალებაც კი არ მისცეს" - ვის ადანაშაულებს ადვოკატი

ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძეზე პროკურატურაში ზეწოლა ხორციელდებოდა, რაშიც მონაწილეობას მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე იღებდა, - ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, დაკავების შემდეგ, როდესაც დეკანოზი პროკურატურის შენობაში მიიყვანეს, მას დახვდა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, რომელმაც პირდაპირ უხთრა, რომ მას პატრიარქის მოწამვლას ედავებოდნენ.

"როცა მიიყვანეს პროკურატურის ეზოში, დახვდა მამუკა ვასაძე, რომელმაც პირდაპირ უთხრა, რომ დაკავებული იყო პატრიაქრის მოწამვლისთვის", - განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატი სხვა პროცესუალურ დარღვევებზე საუბრობს, რომელსაც დეკანოზის დაკავების მომენტში, მათ შორის დაირღვა ბრალდებულის ფუნდამენტური უფლებები ადვოკატის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

"როდესაც განხორციელდა დეკანოზის დაკითხვა, ოქმში არაა მითითებული ჰქონდა თუ არა სურვილი ადვოკატის აყვანის, ანუ ეს უფლებებიც დარღვეული იყო. მას ასევე არ მიეცა საშუალება განეხორციელებინა სატელეფონო ზარი. რაც შეეხება ზეწოლებს, მამა გიორგის გადმოცემით, ადვოკატის მოთხოვნამდე ანუ 13:10 საათამდე დაახლოებით ათი კაცი იმყოფებოდა მასთან ერთად ოთახში, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ მასზე და ეუბნებოდნენ, რომ ის დაკავებულია პატრიარქის მოწამვლისთვის. მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც ის დაკავებული იყო, მას საშუალებაც კი არ მისცეს, რომ საპირფარეშოში გასულიყო", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურაში ყოფნისას დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც მისთვის გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და აღმოუჩინეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მიხეილ რამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დაახლოებით 9 საათის განმავლობაში უცნობია სად იყო დეკანოზის ბარგი, რომელშიც პროკურატურის მტკიცებით, აღმოჩენილია ციანიდი.

"ბარგის ჩხრეკა მოხდა 16:00 საათზე, ანუ 9 საათი 40 წუთი მამა გიორგის ჩანთა სად იყო, დღემდე დაუდგენელია ჩვენთვის. ასევე ბრალდებული დაიკითხა წინასწარ, ვიდრე მოხდებოდა ჩანთის შემოწმება, რაც არის ნონსესი. ერთი ინფორმაციის გარდა მტკიცებულებები არ არსებობდა. ჩანთის ჩხრეკა არ იყო ჩატარებული და ამ პირობებში დაიკითხა დეკანოზი, რა დროსაც მან დუმილის უფლება გამოიყენა", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ