საპატრიარქოს იურისტი - დღეს პროკურატურამ საპატრიარქოდან დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი დოკუმენტაცია ამოიღო

საპატრიარქოს იურისტი - დღეს პროკურატურამ საპატრიარქოდან დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი დოკუმენტაცია ამოიღო

პროკურატურამ საპატრიარქოდან დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი დოკუმენტაცია ამოიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა.

ედიშერ ქარჩავას თქმით, პროკურატურის წარმომადგენელი დღეს იმყოფებოდა საპატრიარქოში სასამართლო განჩინებით და დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი დოკუმენტაცია ამოიღო. ქარჩავამ საუბრისას თავი შეიკავა თუ რა სახის იყო ეს ინფორმაცია.

"რა ტიპის ინფორმაცია ამოიღეს, მე ამაზე კონკრეტულად ვერ გეტყვით. თუმცა, პროკურატურის წარმომადგენელი იმყოფებოდა ჩვენთან სასამართლო განჩინებით და მათთვის საინტერესო დოკუმენტაცია, რომელსაც კავშირი ჰქონდა მამა გიორგი მამალაძესთან, ამოიღეს", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

საპატრიარქოს იურისტის თქმით, პროკურატურას სხვა პირთან დაკავშირებული დოკუმენტაცია საპატრიარქოდან არ ამოუღია.

ქარჩავამ ასევე დაადასტურა, რომ საპატრიარქოს სტრუქტურულ ერთეულებში შემავალი ხუთამდე თანამშრომელი, მათ შორის შორენა თეთრუაშვილი საგამოძიებო ორგანოებმა დაკითხეს. ქარჩავას არ აქვს ინფორმაცია იყვნენ თუ არა მათ შორის სასულიერო პირები.

პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა.

ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილმა ყველა შეკითხვას პასუხი გასცა.

”შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ქალბატონი შორენა დაიკითხა მთავარ პროკურატურაში, ზუსტად არ ვიცი, ხუთშაბათს, თუ პარასკევს საღამოს. როგორც მე ვიცი, ყველა შეკითხვას გასცა ამომწურავი პასუხი. სამართლებრივად მას მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან დადგენილება გამოტანილი იქნა მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ, რა თქმა უნდა, ეს აისახებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებაში”, - განაცხადა ქარჩავამ.

საპატრიარქოს იურისტის თქმით, უშუალოდ იგი დაკითხვას არ ესწრებოდა, შესაბამისად, მისთვის უცნობია, კონკრეტულად თუ რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას შორენა თეთრუაშვილის მიმართ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ