პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებული უფლებამოსილება შეეზღუდება?

პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებული უფლებამოსილება შეეზღუდება?

მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებული წესები პრეზიდენტს შესაძლოა კანონით განესაზღვროს. ამას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ჯერ მხოლოდ სამუშაო ვარიანტს წარმოადგენს.

აღნიშნული პროექტით, მსჯავრდებულების შეწყალება კვლავ პრეზიდენტის უფლებამოსილებად რჩება, თუმცა იქვე კეთდება მითითება, რომ ეს კანონით დადგენილი წესით უნდა მოხდეს.

კონსტიტუციის გათვალისწინებით, პატიმრების შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. პრეზიდენტის ბრძანებითვე არის დარეგულირებული შეწყალებასთან დაკავშირებული წესები და პირობები.

მმართველი გუნდის მიერ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილება კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს კანონმდებელი კანონით განუსაზღვრავს, თუ რა ვადებში, როდის, რა წესებითა და რა პირობების არსებობისას შეიძლება შეიწყალოს მან მსჯავრდებულები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ