"შენ მაგი გამიკეთე და ბრილიანტები მერე ნახე..." - რაზე ესაუბრება ფარულ ვიდეოჩანაწერში დეკანოზი გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს

"შენ მაგი გამიკეთე და ბრილიანტები მერე ნახე..." - რაზე ესაუბრება ფარულ ვიდეოჩანაწერში დეკანოზი გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს

მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ე.წ ციანიდის საქმის გამოძიების შუალედური შედეგები გააცნეს საზოგადოებას.

"ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ.

იხილეთ ვიდეო| პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა

მოცემული ეტაპისთვის ჩატარებულია ოცდაათზე მეტი მოწმის დაკითხვა, სულ ჩატარებულია ოთხმოცდაათამდე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის დათვალიერდა და ამოღებული იქნა მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ინფორმაციის სხვა მატარებლები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა ნაწილზე უკვე მივიღეთ დასკვნები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ვისაუბროთ გამოძიების შუალედურ შედეგებზე და გავასაჯაროვოთ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი" - აღნიშნა ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

მთავარი პროკურატურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ფარული ვიდეოჩანაწერიც. თითქმის 18-წუთიან ჩანაწერში მოქმედება სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობს და ვიდეოში ასახულია საუბარი დეკანოზ გიორგი მამალაძის და ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს შორის.

"რა კითხე იცი? რამდენად შესაძლებელია ეხლა რომ ავიღოთ და ერთ თვეში რომ მივცეთ (ფული)... თუ არის შესაძლებელი, სასწრაფოდ გვჭირდება რა ეგ.... პროსტა მე ახლა იმაში მივდივარ, რა ქვია... უნდა წავიდე, მაგრამ მანამდე მჭირდება რა... უწმინდესი ხო ჩაიყვანეს და ჩავიდე უნდა რა..." - ესაუბრება ჩანაწერის მიხედვით დეკანოზი გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს  იხილეთ ვიდეოჩანაწერი სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ