სროლა დიღომში - დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

სროლა დიღომში - დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

დიდ დიღომში, დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე სროლის შედეგად შუა ხნის მამაკაცი დაიჭრა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "ლანცეტში" გადაიყვანა, სადაც მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცს სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის პროცესში გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.  მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შსს კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ