დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩხრეკისას პროკურატურამ 4500 ევრო და 500 დოლარი ამოიღო - ადვოკატი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩხრეკისას პროკურატურამ 4500 ევრო და 500 დოლარი ამოიღო - ადვოკატი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩხრეკისას პროკურატურამ 4500 ევრო და 500 დოლარი ამოიღო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ე.წ. "ციანიდის საქმეზე" ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

როგროც ადვოკატმა აღნიშნა, ეს ფაქტი, პრაქტიკულად გამორიცხავს იმ ვერსიას, რომ დეკანოზს ფული არ ჰქონდა და ციანიდი ამიტომ ვერ შეიძინა.

"პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ მტკიცებულებებში არის ასეთი საუბარი - ხვალ თუ ფულს მომცემ, ხელი ხელში იქნება ეს ციანიდი მოცემული. თუ ადამიანს რამის შეძენა ეჩქარება და მას დიდი ოდენობით ფული აღმოაჩნდა დაკავებისას, კერძოდ, 4500 ევრო და 500 დოლარი, რა პრობლემა ექნებოდა თუ აპირებდა შესყიდვას და გერმანიაში წაღებას? - ეს ფული პროკურატურამ ამოიღო და დალუქა მტკიცებულების სახით", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ