ამ წუთებში ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტილია - ადგილობრივები პოლიციას დაუპირისპირდნენ

ამ წუთებში ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტილია - ადგილობრივები პოლიციას დაუპირისპირდნენ

ბათუმში, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჭავჭავაძის ქუჩაზე შეკრებილების განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს 50-ლარიანი ჯარიმა დაუწერა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მომხდარ ფაქტს პლაზას მიმდებარედ მყოფი მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი ადამიანი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ორმა პირმა ტრანსპორტით მოძრაობის წესები დაარღვია და სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული პირების დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე მოხდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ