სუს-ი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლის გატაცების ფაქტს არ ადასტურებს

სუს-ი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლის გატაცების ფაქტს არ ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ.მესაზღვრეების მიერ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელის თორნიკე აბლოთიას გატაცების ფაქტს არ ადასტურებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, თორნიკე აბლოთიასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რაც მოგვარებულია.

"თორნიკე აბლოთიას გატაცების ან დაკავების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, არც უკვე მოგვარებულია. აბლოთია ამჟამად დისლოკაციის ადგილზე იმყოფება", - აცხადებენ სუს-ში.

ე.წ. მესაზღვრეების მიერ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლის გატაცებაზე ინფორმაცია დღეს გავრცელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცველები ადასტურებდნენ. მათი ინფორმაციით, პოლიციელი ოკუპანტებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე გუგუტიანთკარისა და ზარდიაანთაკარის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ