ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა კიდევ სამი პირი დააკავეს

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა კიდევ სამი პირი დააკავეს

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა კიდევ სამი პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სამი პირის დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისმობს. მანამდე ბათუმში, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ორი ადამიანი დააკავეს.

ჭავჭავაძის ქუჩაზე შეკრებილების განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს 50-ლარიანი ჯარიმა დაუწერა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მომხდარ ფაქტს ჭავჭავაძის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.

ამ წუთებში ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა კვლავ გადაკეტილია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ