ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში, მოსახლეობასა და პოლიციას შორის - დაკავებულია ხუთი, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში, მოსახლეობასა და პოლიციას შორის - დაკავებულია ხუთი, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ამ წუთებში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. სამართლადამცველები ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გზის გახსნას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოყვა.

იხილეთ კადრები

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა, სულ 5 პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სამი პირის დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისმობს. მანამდე ბათუმში, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ორი ადამიანი დააკავეს.

ამ წუთებში ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა კვლავ გადაკეტილია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ