ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სამი პოლიციელი და აქციის სამი მონაწილე დაშავდა

ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სამი პოლიციელი და აქციის სამი მონაწილე დაშავდა

ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი პოლიციელი და აქციის სამი მონაწილე დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსმა მინდია კახიძემ განუცხადა, პოლიციელებს თვალისა და თავის არეში აქვთ დაზიანებები, მოქალაქეებს კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება აღებნიშნებათ. ექვსივე მათგანი რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართელოსთან მომიტინგეები, რომლებმაც ტერიტორია ცოტა ხნის წინ, სპეცრაზმის მიერ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შედეგად დატოვეს, ისევ შეიკრიბნენ.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აქცია ბათუმში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ