აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად რამდენიმე მოქალაქემ ინტოქსიკაცია მიიღო

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად რამდენიმე მოქალაქემ ინტოქსიკაცია მიიღო

ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად რამდენიმე მოქალაქემ ინტოქსიკაცია მიიღო.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის ბათუმის სასწრაფი დახმარების ცენტრში აქციის ორი მოქალაქე გადაიყვანეს, თუმცა ადგილზე მყოფი დანარჩენი პირების თქმით, "თვალები ეწვით" და "თავბრუ ეხვევათ".

ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მობილიზებულმა სპეცრაზმა ცოტა ხნის წინ ცრემლსადენი გაზი მეორედ გამოიყენა. მომიტინგეების მისამართით გამოყენებული იყო რეზინის ტყვიებიც.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აქცია ბათუმში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ