შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში დაკავებული პირები გაათავისუფლა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში დაკავებული პირები გაათავისუფლა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში დაკავებული პირები გაათავისუფლა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პირების გათავისუფლების თაობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა გაითვალისწინა.

შს მინისტრის განმარტებით, გათავისუფლების მიუხედავად, აღნიშნული პირების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება არ შეწყვეტილა.

"მე მივემგზავრები ბათუმში, რათა ადგილზე გავერკვე შემქნილ ვითარებაში. გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავათავისუფლე, მათ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება არ შეწყვეტილა და მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანები აუცილებლად სასამართლოს წინაშე წარსდგებიან", - განაცხადა მღებრიშვილმა.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აქცია ბათუმში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ