აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ დაპირისპირება და არეულობა გრძელდება

აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ დაპირისპირება და არეულობა გრძელდება

აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნები მიიტანეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" ადგილობრივი კოორესპოდენტი იუწყება, აქციის მონაწილეები ურნებს ეფარებიან, რათა სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები არ მოხვდეთ.

ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცალკეული ჯგუფები საპატრულო პოლიციის მანქანებს ატრიალებენ და დაზიანებას ცდილობენ.

სპეცრაზმის თანამშრომლები ამ დრომდე პოლიციის შენობის ეზოში არიან გამაგრებულები.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აქცია ბათუმში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ