აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატის ინფორმაციით, დაკავებული 6 პირი უკვე თავისუფალია

აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატის ინფორმაციით, დაკავებული 6 პირი უკვე თავისუფალია

აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატის დავით ბაციკაძის ინფორმაციით, დაკავებული 6 პირი უკვე თავისუფალია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბაციკაძემ განუცხადა, დაკავებულების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ცნობილია აქციის მონაწილეებისთვის, რომელთა დიდმა ნაწილმა აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობის ტერიტორია უკვე დატოვა.

მისი თქმით, ადგილზე დაახლოებით 100 კაცამდე რჩება, რომლებიც მცირე ჯგუფებად არიან გაყოფილები და "პერიოდულად აჭარის პოლიციის შენობას უტევენ".

"როგორც პოლიციაში განმიცხადეს, დაკავებულები უკვე გათავისუფლებულები არიან და ეს აქციის მონაწილეებმაც იციან. უბრალოდ არის ჯგუფი, რომელიც ანგაჟირებულია და ეჭვი გვაქვს, არ იცავენ ამ ადამიანებს, არამედ სპეციალურად აგრძელებენ ამ დაძაბულობას. თუმცა მათი რაოდენობა ძალიან მცირეა", - განაცხადა დავით ბაციკაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ