დამწვარი და დაზიანებული მანქანები, დაშავებული პოლიციელები და მოქალაქეები - ბათუმის ერთი დღის დრამატული ქრონიკა

დამწვარი და დაზიანებული მანქანები, დაშავებული პოლიციელები და მოქალაქეები - ბათუმის ერთი დღის დრამატული ქრონიკა

12 მარტი. 05 50 საათი. აჭარის მთავარ სამმართველოსთან მობილიზებული სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისკენ დაიძრა. მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. საპატრულო პოლიციის ავტომანქანებში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან ადგილზე ისმოდა მოწოდება, რომ აქციის არც ერთი მონაწილის ცემა არ მოხდეს.

როგორ ვითარდებოდა მოვლენები

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა,  5 პირი დააკავეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, სამი პირის დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პროტესტის ნიშნად ადგილობრივებმა ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეთეს.

პროტესტს პოლიციასთან ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. საჭირო გახდა დამატებითი საპატრულო ეკიპაჟის და სპეციალური დანიშნულების ძალების მობილიზება.

აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის წევრებს და სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. სპეციალური დანიშნულების რაზმი პოლიციის შენობაში შებრუნდა და შენობის ეზოში განლაგდა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. ნახეთ კადრები

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა. ქვეყნის პირველი პირი ყველა მხარეს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია.

შემაძრწუნებელი კადრები: ქვების წვიმა აჭარის პოლიციის სამმართველოსთან

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიებიც გამოიყენა. აქციის მონაწილეების ნაწილი პოლიციის სამმართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა.

ნახეთ კადრები: ბათუმში უკვე 3 მანქანა გადაწვეს

აქციის მონაწილეებმა პოლიციის კიდევ ერთი მანქანა დააზიანეს, შემდეგ კი დაწვეს. ახალგაზრდების ჯგუფმა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ჯერ ქვებითა და ფეხებით დაამსხვრიეს, შემდეგ კი ის მთავარი სამმართველოს ჭიშკართან მიიტანეს, სადაც ცეცხლი წაუკიდეს.

აქციის მონაწილეები აჭარის სახანძრო-სამაშველო სამსახურს საშუალებას არ აძლევდნენ იმ ავტომანქანებში გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზება მოეხდინათ, რომლებიც მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე იწვოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში ჩავიდა. გამგზავრებამდე მინისტრმა განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან, სადაც აღნიშნა, რომ ბათუმში დაკავებული პირები გაათავისუფლა.

იხილეთ ვიდეოკადრები ბათუმიდან

გათავისუფლების შემდეგ ერთ-ერთი მოქალაქემ, რომელიც პოლიციამ შს მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლა, მოსახლეობას და აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"ხალხს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ყველა გამოგვიშვეს და კარგათ ვართ. ჩემი დაჯარიმებით დაიწყო ყველაფერი. ჩემი ძმის სასაფლაოდან მოვდიოდით მე და მამაჩემი. პლაზასთან გავჩერდით. მოვიდა პატრული დასაჯარიმებლად. ვთხოვეთ არ დაეწერათ ჯარიმა. ვუთხარი რომ მამაჩემი ცუდად იყო და გაეგოთ ჩემთვის, მაგრამ არ გაითვალისწინეს. მამაჩემს ხელით შეეხნენ. მანქანისკენ რომ მოდიოდა უბიძგეს ხელი, რაც ვეღარ მოვითმინე და ამას მოჰყვა ყველაფერი", - განაცხადა ვარშანიძემ.

დაკავებული პირების გათავისუფლების მიუხედავად, აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა აქციის მონაწილეებმა გზებზე დამონტაჟებული ჯებირები მოხსენს. ნახეთ ვიდეო: ბათუმში ჯაჭვებითა და ხელკეტებით აღჭურვილი აგრესიული აქციის მონაწილეები ავტომობილში ჩართულ მუსიკაზე ცეკვავენ

სამმართველოს შენობასთან 3 მანქანა იწვის. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ერთ-ერთი მანქანა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს "ქართული ოცნებიდან" ცოტნე ანანიძეს ეკუთვნის. აქციის მონაწილეებმა რკინის კონსტრუქციებით შუქნიშანი დააზიანეს.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აქცია ბათუმში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ