სამართალდამცავებმა აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირი დააკავეს

აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ისინი საპატრულო პოლიციის ავტომანქანებში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან ადგილზე ისმის მოწოდება, რომ აქციის არც ერთი მონაწილის ცემა არ მოხდეს.

რაც შეეხება სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს, ამ დროისთვის მათ აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ქუჩები, რაც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, მომიტინგეებისგან თითქმის სრულად გაათავისუფლეს და აღნიშნულ ტერიტორიაზე თავად განთავსდნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ