რას ყვება ბათუმის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა

რას ყვება ბათუმის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, აგრესიის გამოხატვა და უწმაწური სიტყვებით საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც უთხრეს, რომ პოლიცია აქციაზე შეკრებილ ხალხს თათრებს ეძახდა.

როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი ბათუმის საქალაქო სასამართლოდან იტყობინება, ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული ლაშა დეკანაძის პროცესი მიმდინარეობს.

ბრალდებულმა სასამართლოში იმ გარემოებებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, აგრესიის მიზეზი გახდა. ლაშა დეკანაძის თქმით, აქციაზე ის შემთხვევით მოხვდა, როდესაც სახლში მიდიოდა და აგრესიის გამოხატვა და უწმაწური სიტყვებით საუბარი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც უთხრეს, რომ პატრული აქციაზე შეკრებილ ხალხს თათრებს ეძახდა.

არსებული ინფორმაციით, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს 2 არასრულწლოვანი, რომელთა პროცესი 31 მარტს გაიმართება. კიდევ ერთი პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლდა, ხუთს კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ხუთდღიანი პატიმრობა მიესაჯა. დანარჩენების პროცესი გრძელდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ