არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე სამი ქალი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე სამი ქალი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე სამი ქალი დააკავეს, რომელებიც სოხუმის ე.წ. დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. შემთხვევა 5 დღის წინ სოფელ ოტობაიაში მოხდა.

ქალბატონებს ბრალად ე.წ. "საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა" ედებათ. სამივე მათგანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, უწყება აღნიშნულ ინფორმაციას "ცხელი ხაზისა" და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით აზუსტებს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ