250-ლარიანი ჯარიმა ბათუმის აქციაზე დაკავებულ 4 პირს - სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები

250-ლარიანი ჯარიმა ბათუმის აქციაზე დაკავებულ 4 პირს - სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები

ბათუმში გამართული აქციის დროს დაკავებულ 4 პირს - მამუკა ბერიძეს, ცოტნე აბულაძეს, ალექსანდრე ბაზაღჩიანსა და ზაზა ქოქოლაძეს სასამართლომ 250-250-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

საქმე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ განიხილა. დაკავებულებს ბრალი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე მუხლებით (წვრილმანი ხულიგნობა) აქვთ წაყენებული.

ბათუმში განვითარებული მოვლენებისას დაკავებული კიდევ ერთი პირის, ნარიმან ლომინაძის სასამართლო პროცესი კი გადაიდო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის გადაწყვეტილებით, ლომინაძეს დამატებითი დრო მიეცა, რათა სასამართლოს იმის მტკიცებულებები წარუდგინოს, რომ ის აქციაზე არ იმყოფებოდა. მოსამართლემ პროცესი ხვალ, 15:00 საათისთვის დანიშნა, სადაც დაკავებულმა აღნიშნული მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.

11-12 მარტს, ბათუმში აჭარის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ავტომანქანა, მათ შორის პოლიციის ავტომობილები დაწვეს, ასევე გაანადგურეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.

იხილეთ ვიდეო

წაიკითხეთ ასევე: რა განცხადებებს აკეთებენ სასამართლოზე ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ