სახალხო დამცველის აპარატი - პირველადი მოკვლევის შედეგებით, ბათუმში აქციაზე 75 ადამიანი დააკავეს

სახალხო დამცველის აპარატი - პირველადი მოკვლევის შედეგებით, ბათუმში აქციაზე 75 ადამიანი დააკავეს

პირველადი მოკვლევის შედეგებით, ბათუმში აქციაზე 75 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციალა ქათამიძემ განუცხადა.

როგორც ციალა ქათამიძემ ცოტა ხნის წინ, ბათუმში აღნიშნა, სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაკავებულებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

"ჩვენი წარმომადგენლები სამი დღეა იმ ადგილებში დადიან, სადაც შეიძლება ყოფილიყვნენ აქციის შედეგად დაკავებული პირები. პირველადი მოკვლევის შედეგებით, გვაქვს ინფორმაცია, რომ აქციის დღეს 75 ადამიანის დაკავება მოხდა... ჩვენ 30 ადამიანს შევხვდით და ვესაუბრეთ, ვკითხეთ, რა ვითარებაში დააკავეს. ვაპირებთ 75-ვე დაკავებულს შევხვდეთ", - განაცხადა ციალა ქათამიძემ.

11-12 მარტს, ბათუმში აჭარის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ავტომანქანა, მათ შორის პოლიციის ავტომობილები დაწვეს, ასევე გაანადგურეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ