ქალი, რომელმაც 75 წლის პენსიონერის დაყაჩაღება სცადა, დაკავებულია

ქალი, რომელმაც 75 წლის პენსიონერის დაყაჩაღება სცადა, დაკავებულია

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს 40 წლამდე ასაკის ქალბატონი, რომელმაც დღეს პენსიონერის დაყაჩაღება სცადა.

სამართალდამცველებმა ის თელავში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

75 წლის ლია კაკაბაძის დაყაჩაღება დღეს სცადეს, თუმცა მძარცველმა პენსიის თანხის წაღება ვერ მოახერხა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ