ხატია დეკანოიძის ვაჟი დანაშაულს არ აღიარებს - ადვოკატი დაკავების დეტალებზე საუბრობს

ხატია დეკანოიძის ვაჟი დანაშაულს არ აღიარებს - ადვოკატი დაკავების დეტალებზე საუბრობს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის და უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი უფროსის ხატია დეკანოიძის ვაჟი ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადვოკატი არც იმაზე საუბრობს, საიდან აღმოაჩნდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკული საშუალება MDMI.

როგორც თორნიკე კოპალეიშვილის ადვოკატმა ლევან აფრასიძემ AMBEBI.GE-სთან განაცხადა, ამ საკითხზე საუბარი დაცვის მხარეს ვრცლად სურს, რასაც მოგვიანებით გააკეთებს. აფრასიძე ასევე ამბობს, რომ ამ ეტაპზე კოპალეიშვილის საწინააღმდეგო მტკიცებულებები, მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებია, რომლებმაც იგი დააკავეს.

ადვოკატის განცხადებით, ხატია დეკანოიძის შვილი დაკავებისას მარტო არ იყო და ქუჩაში მეგობართან ერთად იმყოფებოდა. ბრალდებული არც სამართალდამცველების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლაზე საუბრობს.

ხატია დეკანოიძის შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა, რის გასაჩივრებასაც ადვოკატი სააპელაციო წესით გეგმავს.

"მოსამართლის განჩინება საინტერესო და ყურადსაღებია, რომელიც არ შეიცავს არავითარ დასაბუთებას. ეს ადამიანი ახლახან გახდა 18 წლის და მოსამართლეს აუცილებლად უნდა მიეღო მხედველობაში მისი პიროვნება, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად. გარდა ამისა, ამას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიც ავალდებულებს, თუმცა მოსამართლემ არამხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, არამედ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები და პრეცედენტები არ გაითვალისწინა", - აღნიშნა ლევან აფრასიძემ.

თორნიკე კოპალეიშვილს ბრალად ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-ტარება ედება, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლს გულისხმობს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა 14 მარტს შეუფარდა.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

შსს განცხადებას ავრცელებს

კახეთში 18 წლის ბიჭის ცემის ფაქტზე მისი თანასოფლელი დააკავეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს

კახეთში 18 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს - "სახეში ქვა აქვს დარტყმულიო"